Friday, May 8, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- "დაბინძურებული გარემო."

პროექტებით  სწავლების კურსმა მასწავლა, როგორ გამოვუმუშაო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მოსწავლებმა შეძლონ კეთებით სწავლება,საზოგადოებასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, მასალების მოძიება  და   დახარისხება.ტექნოლოგიების გამოყენება. ამ კურსმა დამანახვა დიფერენცირებული სწავლის აუცილებლობა,  რათა ყველა მოსწავლე იყოს  ჩართული პროექტულ სწავლებაში და  სწავლება იყოს  საინტერესო  და ხალისიანი. ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება.

Saturday, May 2, 2015

მერვე დღე


მეშვიდე დამერვე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დიფერენცირებული სწავლების როლი სავარჯიშოების შექმნისას. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის ელექტრონული სავარჯიშო, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად იმუშავებს და თვითრეგულაციას მოახდენს. ფასილიტაცისათვის შევქმენით დოკუმენტი, რომელიც  ჯგუფის შექმნაში დამეხმარება.
.   თ

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:რამდენად იყენებენ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას ნაშრომის გეგმაზომიერად შესრულებაში,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოვლენაში, როდის გადის მოსწავლე მაღალ სააზროვნო უნარებზე.

Sunday, April 26, 2015

მეექვსე დღე

სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარება მოსწავლეს ნაშრომის შექმნაში, ჯგუფური მუშაობის სწორად წარმართვაში, ნამუშევრის სრულყოფილად შექმნაში.

Friday, April 24, 2015

მეხუთე დღე

პროექტის პრეზენტაცია
ეს მოდული დამეხმარა    კავშირი დამემყარებინა მოსწავლეებთან, მშობლებთან.გამეცნო მათთვის ჩემი მიზნები და მათგან  მიმეღო რჩევები.

Sunday, April 19, 2015

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარება , გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.

Saturday, April 18, 2015

მესამე დღე

მოსწავლეები შეძლებენ  21-ე  საუკუნის უნარჩვევების განვითარებას.
მოდული დამეხმარაგამეანალიზებინა სტანდარტების მიზნების გამოყენება.